* * *


და აი, დღესაც ვნახე,
ატმისფერი დაისი როგორ ესვენებოდა შენს სახურავზე
ვითვლი ხიდან ჩამოცვენილ თუთებს და წამებს
საპნის ბუშტში ჩაგატიე შენ, მზეო
მაგრამ ვაი, რომ ვერ ვუძლებთ შენს სითბოს!
თავში მესვრის თუთებს, ხის კენწერო
მე დავკარგე ყველა გრძნობა, 
აღარც მე, 
და აღარც სხვებს ესმით,
თუ რას ვითხოვ...
შენ რომ არ იყო, მზეო, 
ვინ ვეძიო?
ვის ვუმღერო? 

უსასრულოდ ესვენება მზე,
შენს სახურავზე, ატმისფრად
და შენი სახლიდან კვამლი მოაქვთ ჩემს ლექსებს
ვწერ, ვწერ, და ჩემს ცხოვრებას ვღებავ ვარდისფრად.


12 ივლისი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი