საღამოს სიმღერა


ისევ და ისევ, 
ნელი სიარულით ეგებება 
ჩემს თვალებს,
საღამოს მზე. 

ვიცი, ჩასვლას, გაქრობას აპირებს.
მაგრამ მაინც, თვალებზე მკოცნიან 
სხივები, უხვად და თავგამეტებით. 

უკვე მუსიკას კლავს 
შემოდგომის სიჩუმე;
უკვე შუადღეც კვდება. 

სულს თუ დააფენ მიწად,
შეიგრძნობ ფოთლების ცემას,
და შრიალს.
ხომ ხმაურიანია, 
მაგრამ თითქოს მაინც სიჩუმეა,
ჩემი ხმა სხვებისას დღემდე ვერ 
წვდება...
(და პირიქით). 

უკვე შუადღეც კვდება.
მგონი ჩემში, 
ზამთარი ნაადრევად დგება.


16 ოქტომბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი