ფიქრები წვიმიან დღეს
წვიმით შემოსილ ქუჩებს თვალებს ვერ ვწყვეტ. სველ ბალახზე, მშრალ ხალიჩად დაგეფინე. წვეთებად მეცემა სხეულზე საფიქრალი, და იმას ვფიქრობ, ნეტავ ახლა იასამნებში ვიწვე. თითქოს არაფერია, და თითქოს მხოლოდ ერთია, მაგრამ, ღმერთო, მაინც რა ბევრია... მე მხოლოდ წერა დამრჩა საფიცარი. ალბათ ახლა, შენც უყურებ ნაცრისფერ წვიმას, აი იმას, ნაზად რომ მისველებს, გულის ფიცარს. 18 ოქტომბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი