ნიღბები
ნაცრისფერ ქუჩებში დავიარები, წვიმა ხალხს უბურავს სახეებს. შენც ამ მასაში ლამაზად იფანტები, მაგრამ გხედავ, და უნებურად ვხსნი ბაგეებს. ხეებიდან ჩამოცვენილთ, ვითვლი ჩემს წამებს. ყოველი წამი უფერულად მიხმება, ცარიელ ქუჩებში, ხალხში ირევა, და თან დაატარებს, ჩემს შემოდგომის სიმღერას. ღამდება, და მე კვლავ, ქუჩებში დავიარები. ჩემი თვალებისთვის, უნებლიედ ადვილია, შენი გამორჩევა; წვიმის წვეთებმა ნაზად დამისველეს, ზურგზე იარები. 20 ოქტომბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი