ეჰ, მტკვარო


ჯერ მთვარემ ვერ ჩაკლა
საღამოს სილაჟვარდე.
მე კვლავ ვუყურებ შენობებზე,
დიდ საათებს.
ქუჩებში დავყავარ ცივ ქარებს,
და ვაწყდები 
უთვალავ წყვილ თვალებს.
მაგრამ თავის დროზე,
მხოლოდ შენში ვპოვებდი სარკეს. 

ეჰ, მტკვარო..
რა უნდათ ქარებს?
ჩვენ, ორივეს, 
რაღაც გვიშხეფებს 
დინებას და ტალღებს; 
ხანაც გვაცხრობს, გვაწყნარებს...
ეჰ, სულო, სიყვარულით დამჭკნარო...
კიდევ ბევრჯერ, 
ღვინოსავით დავლევთ წამებს. 

სახლისკენ გავყვები დღესაც, 
ბოლო ვაგონს,
დღესაც ვერ შევიცანი შენი სახე.
მაგრამ მაინც, ჩემში, 
ლურჯი ცის ქვეშ, კვლავ გაინათე,
იმ დღეებს ჩემი გული, 
წარსულში ჩასაკარგად არ თმობს.


23 ოქტომბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი