ჩემი თავი


ჩემს გარშემო დიდი გალავანია,
ქვით ნაშენი.
დასანგრევად, უაზროდ ძნელია,
ალბათ ისევ, სიზმრებით დავთვერი. 

როგორ მინდა,
დავიღვარო სიტყვებად,
და ისიც მხოლოდ შენთვის.
გულზე ვგრძნობ 
უხილავ ფიფქებს, და,
ვრჩები ჩუმად,
ვრჩები წმინდად. 

თუ დავიცალე, 
გახსოვდეს,
მე თვითონ სტრიქონი ვიქნები.
და ვერაფერი 
დააჭკნობს ჩემს ყვავილებს,
ლამაზ ხაზებად გაბნეულთ, წიგნებში.


25 ოქტომბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი