სიჩუმე


ისევ თეთრი და ქაოტური იყო ღამე,
ნაზად ეკვროდნენ 
კედლებს ფარდები,
და სიჩუმით მოსავდნენ სახლებს.
სიჩუმეა, ცრემლ-ნარევი,
და ტალღებში, 
ისევ თავით ვვარდები. 

ყველა წიგნში ვკითხულობ შენს სახელს,
და ჩუმ ქუჩებში, შენი ხმა, 
ნოტებად ჩამესმის.
ახლა ქარი 
ფარდებით მოსავს ფანჯრებს. 

წუხელ თითქოს, დინებაც დუმდა,
მე ხვალაც, 
შენზე ფიქრების, 
მშვიდ დინებას გავყვები.


26 ოქტომბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი