Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_ogeepv2p1i8emddb5500jmtr9f, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ნ-ს და სხვებს - electro-ego-iko | პოეზია

ნ-ს და სხვებს


აჰა, ისევ მდუმარედ 
ვითვლიდი ოთახიდან დღეებს.
ეჰ, ღმერთო, რა რთულია,
მაგრამ მაინც ამ ყველაფერს,
თრობა და მელანქოლია 
მაინც თან სდევს,
ყველას, სულ ყველას,
ვხედავ მხოლოდ ერთხელ,
და მერე მათ ქარი ფანტავს,
როგორც ერთჯერად ცელოფნებს.
ყველა მიეცემა 
ქუჩების წერტილებში მდუმარებას. 

მაგრამ, შენ არც შემხვედრიხარ,
და უნახავად, მაინც გზააბნეული,
პასუხის ძიებაში, თვალებს ვაპყრობ,
ლაჟვარდისფერ საღამოს ზეცას. 

მგონი ქვაფენილის თითო ნაჭერზე,
ფეხის დადგმისას ძირებზე მეკრობი,
ფიქრებში ვერთობოდი, 
და ობობამ ქსელი გამიბა ჭერზე;
ეჰ, რამდენი ხანია, 
დავკარგე იმედი, შენი შეცნობის.


28 ოქტომბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი