არაფერი მინდა სხვა


სიტყვებად მაქციეს შენმა თვალებმა,
როცა ვიწყებდი 
ცხოვრებას არაფრიდან.
შენგან ყველაფერი მინდოდა, 
ოღონდ არა შენი დაცემა.
მე, გამხმარ და დაცემულ ფოთოლს,
მინდა უბრალოდ, 
მიყურო ტოტებიდან,
დარჩე მწვანედ, დარჩე წმინდად. 

ვიცი და შევეგუე, ძნელია,
მაგრამ მაინც, 
ჩემი სიცოცხლის ფერია,
ის, რომ ჩვენს შორის, 
უწყვეტი ბეტონის გზებია;
სართულებზე, რკინის კარებს ვეძებ,
და მერე უფერულად ვუყურებ, 
შენს სახლამდე ბილიკს, ჩიხებიანს. 

მიყურე, მიყურე ხიდან,
მე მიწას შევერწყმები,
და არც შენი ხე დაჭკნება,
ჯანდაბას ჩემი თავი,
თუ შენ არ ჩამოვარდები,
და არ გაყვითლდები.



29 ოქტომბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი