კვდებოდა დაისი ბნელი ზამთრის ხელით
სანამ საღამო ჩაკლავდა დაისს, მე ჟანგიან ჭიშკართან ვიდექი. და უცნაურად, მეშინია, სტრიქონებიანი ღამის. მგონი გავხდი მეც ცა, რატომღაც, ისე აღარც მე მჩვევია, წვიმა სიტყვების. ცა ანათებდა ნათლად, წითლად, მზეს ცა ჰკლავდა, და თითქოს, ღვრიდა სისხლად. მგონი ქაოსი ჩემთან, მოჰქონდა მშვიდ, ნარინჯისფერ ლამპიონს. მე კიდევ დრო მაქვს, სანამ ზამთრის სუსხი განგმირავს ჩემს გაზრდილ, ყველა ტიტას, და ალბათ, ზამთარიც, შენსავით, ფიქრების ზღვისთვის გამწირავს. 30 ოქტომბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი