ტიტებად გავაბნევ ფურცლებზე ჩვენს ამბავს
ისევ მოგწერ წერილებს. თრთოლვით ვივლი მინდვრებში, და დაგიკრეფ ნაზად არჩეულ ტიტებს. ჭუჭყმა და მელანმა, გამიმუქოს მინდა თითები, და მერე იმ ტიტებს, ფურცლებზე, ხაზებად გაგიბნევ. შენც ალბათ, წაიკითხავ, მეც ამომიკითხავ, მე უბრალოდ, მოგიკითხავ, (სიყვარულსაც, ამ ერთხელაც შეგფიცებ)... მაგრამ შენ, ალბათ დამწვავ, მე, სტრიქონებად გაბნეულს, დაკუჭულ ფურცლებთან მიმიგდებ, და დამივიწყებ... 2 ნოემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი