ხეებს შორის... მიედინები...
ხეებს შორის, შუაში, მდინარეა, ძალზედ მღელვარე და სწრაფი, და შენ, ამ ქაოტურ დინებაში წევხარ; ადრე, სახლად გქონდა ფიჭვნარი. დღემდე ვფიქრობ, რა იყო ის გაურკვეველი, და ასე, ჩემი სულისთვის ბასრი, რომ ჩამოგთალა ჩემგან... ალბათ შენ, დინება სხვაგან წაგიღებს, მე კი დავრჩები ისევ ეული, ვეღარ გაგიზრდი ხელახლა იმ ტოტს, და ვეღარ მოვიბამ ვერც ფოთლებს. ნუთუ, ჩემთან ხმებოდი? 2 ნოემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი