ზამთრის მწუხრები მელიან
მოვა ზამთარი, და ჩემი დარდი, ფიფქებად წამოვა ციდან; ქურქს შევიკერავ ლექსებისგან. მე მიწას, სულ თოვლად, და თეთრ ღამეებად დამედება, ცრემლები, ქცეულნი ფიფქებად. წუხელაც მსურდა, შენი ხმა ქუჩებში მეძებნა. მაგრამ, რაღაც მთოკავს დღემდე, მე არ მინდა თითი დავადო, შენს არსებობას, წმინდას. დიდი ხანია იმაზე აღარ ვწუხდები, რომ გამოგყურებ შორი გზიდან, მაგრამ არ გეგონოს, რომ შენზე ფიქრებს მომიკლავენ, ჩუმი მწუხრები, მე ჩემს მდუმარე ბაგეებს, ფურცლებზე გავნგმირავ. 3 ნოემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი