გაცვეთილი გული ჩემი, ქარს მიაქვს, მტვრად ქცეული
ხელი თითქოს ტოტივით მახმება, და მასთან ერთად, სადაცაა, ჩემი სულიც დავარდება. კარგო, შენამდე დიდი გზაა, ფეხის გულებს შიშველ ასფალტზე ვიცვითავ, სანამ სიყვარულიც ჩაკვდება... არა... ჩემში სიყვარული არ ჩაკვდება, ის ერთი ვარსკვლავი, ციდან არასდროს წავა, მე არ ვიქნები ტყეში გავარდნილი არსება. შენც გინდა, მგონი, მტვერივით დაიფხვნას ჩემი კალამი, ჩემს სიტყვებს ვერ შეირწყავს, ცივი თოვლი. სიყვითლე ფარავს ჩემს ხელის გულებს, და არ ვშორდები იმ ქუჩებს, იქ ზამთარი, ჟრუანტელით მოსავდა ჩვენს გულებს. 6 ნოემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი