ნანემსრები გულში
გულში თითქოს, ვიღაც ნემსებს მასობს. ფიფქიც, ჩვეულად ფიფქობს, და შენზე ფიქრები, ხან ზვავად, ხან ფანტელებად, თბილად ედება ჩემს ცივ ხორცს. გულში ნანემსრები, ხან ღრმაა, და იმდენ დარდს იტევს... ხანაც ვიწრო გზაა, ეს ყველაფერი ხომ კარგი, მაგრამ, შენ ჩემი გულიდან, გზას ვერასდროს გაიკვლევ. ქუჩებში დავდივარ უხილავი სარკით. აქამდე მეგონა, გაწვდენდი ხმას, თურმე მხოლოდ, ჩემი თავისთვის გავყვირი. 6 ნოემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი