შენ სხვა გტკივა
უსაშველოდ და უიმედოდ შევხედავ შენს თვალებს. და გულს გავიპობ ერთობ. წვეთებად დამშრალ წამებს, მე შენს სულში ვხედავ... ღმერთო... სულ ცოტა ხნით მეცქირა, მინდოდა კიდევ, ფიქრთა წვეთებით მჟღინთავ, როგორც თავსხმა წვიმა. რაღაც არ კლავს, ჩემში უაზრო იმედს... ცივ ბალახს შევიყვარებ კვლავ, და გავწვები, ფიქრებით გამქრალი, ქცეული ნამად. ფეხებზე მეწებება თითქოს, შენსკენ არ მიშვებს ასფალტი. 11 ნოემბერი, 2021წ. ანას, იკოსგან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი