კარი ღიაა
კედლებს შორის დამწყვდეული ჰაერი, სიცივის ბორკილებს მადებს მაჯებზე, ვერ გავცდი ამ ოთახს, თუმცა შენთან ერთად, თითქოს ყვითელ ქუჩებში გავედი. ოთხ კედელს შორის ვტუსაღობ, კარი ღიაა, უშენოდ ვრჩები, ვეღარ ვკლავ დროს. კარი ღიაა, და მემგონი, შენც ჩემს წინა ხარ, შენზე კარგად, ვერავინ გამიცნო. ფანჯრის რაფაზე ლექსი ყვავილობს, ის ჩემი ჩარგული ტიტაა. უშენოდ, სადაცაა, უხილავმა ზვავმა წამიღოს. 12 ნოემბერი, 2021წ. იკო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი