ჭიქა, მელანქოლიით ავსილი, წაიქცევა, დაიცლება


შენ ჩემგან, ლამაზად წახვალ,
რაღაც გრძნობა გამაგდებს ეზოში,
სუსხით დაფარული თვალებით,
შევხედავ, ჩემს წინ, გალავანს. 

მელანქოლიით მივსებდი ჭიქას,
და მეც, სულ ვთვრებოდი. 

შენ თოვლად წახვალ,
როგორც ყველა სხვა...
და ჩემში ჩაკლავ, ჩიტებს.
მელანქოლიით, წამწამებამდე სავსე,
ბოლო ღერს გავუკიდებ,
და ჩემთვის, ეულად გავიფიქრებ:
მეც ამ ღერივით, 
ფერფლად გადამექცევა ჭიქა,
დარდით და მელანქოლიით სავსე.


13 ნოემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი