დაბნეული მძივები
აჰა, დავრჩით მარტოკა მე და სიცივე. ჩვეულად, ყველასთვის გავიცვითე, ახლა ვუყურებ დაბნეულ მძივებს; მე ისინი ჩემს ხერხემალზე ავიკინძე. გზებიც გაიყარა, (ალბათ)... ჩემს ბილიკზე მხნედ წავალ, სტრიქონების ამარა. ტალღები მაინც რჩება მღვრიედ, ალბათ მასაც მოვბეზრდი, და მე, ზღვა, ალბატროსსაც აღარ ვუყვარვარ. ხვალაც წავალ, ყურს დავუგდებ, ქალაქს, და ფოთლების ჩუმ ყვირილს, თოვლი დამიგრეხს მალე წარბს, მგონი მეც ვუფრთხი, ზამთართან მარტო ჭიდილს. 14 ნოემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი