შენი ბაგეები მდუმარებას მიეცნენ
წვიმდა... შენ რაც წახვედი, სულ წვიმდა... დაისი მახსენებდა შენს წასვლას, და მისი ნახვა მქონდა ხიბლად. მე მხოლოდ, ერთი კითხვა მქონდა: აქედან თუ წამიყვან? და აჯობებდა, თუ ჩარაზავდი ბაგეთ, წმინდად. მე შენი წასვლა მქონდა, ცხოვრების ერთადერთ ხიბლად; ჩემს იარებზე, გუშინაც ჭყაპად თოვდა. ჩემი იარები, სევდის გუბეებად ივსებიან. ო, როგორ მინდოდა, და დღემდე, როგორ მინდა, ჩვენ შეგვეძლო, ბალახში გვევლო თრთოლვით, და, შენი შეხება, ჩემს ფილტვებს გაუღებდა ცის კარს. ჩემს სევდას, ძარღვებში ვაცოცხლებ, სისხლად. ისევ ვგრძნობ მხარზე შენს თავს, და, ჩემო კარგო, მე ისევ მკლავს იგივე კითხვა: აქედან, თუ წამიყვან? შენი ბაგეები მდუმარებას მიეცნენ... 14 ნოემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი