ნიღბების სახლი


ჩვენი სულების ნაფლეთები,
ჩვენ კვლავ ერთად შევყარეთ.
უშენოდ, ახლა, ტალღებში ვეშვები... 

მე, გიჟი პოეტი,
ვდგავარ კალმის წვერზე,
ცოტაც, ცოტაც, 
და ჩამიტანენ ჩემივე რითმები,
მორევში.
მორევში, რომელსაც ვიხსენებდი,
შენს თმის ფერზე. 

ასე ავიყარე,
და გავიფანტე,
როგორც კენჭების გროვა,
ანაზდად.
მე ჩემი სიმღერა, 
სხვადასხვა ქუჩებში გავიტანე. 

კვლავ მინდა, 
შენი სილუეტის, რითმებით მორთვა,
თან ასე ხარბად,
ასე ანაზდად. 

მე და ჩემს სიგიჟეს,
მტვრიანი ქარები გვყლაპავს,
ოცნებით ვუყურებ სახლს,
სადაც სცენაზე სძინავთ ნიღბებს... 

სუნთქვას ხარბად მაცლიდა,
მკერდიდან, სურვილი;
შენგან მიტოვებულს,
იარები, გრიმით და ფარდებით დამეფარა.



15 ნოემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი