რაღა აზრი აქვს?
მე ის შორიდან მიყვარს. ბრმას დამანახა სული მისი, მე ვწევარ, მის მოლოდინში, და ველოდები მიწის მიყრას. რაღა აზრი აქვს... უნებლიედ გავატანე შენი გული, ჩემს ეგოს, შენ მიჰყავდი ჩემს შექმნილ, ბოროტ ზვავს... რა გვიანია, აზრიც აღარ აქვს... მაგრამ მაინც მინდა, შენთვის, ცხელ ასფალტზე სიგრილედ ვეგო. ჩემს შველას, რაღა აზრი აქვს, შენთვისაც არ ჩავკალი ეგო. ცრემლით ვმოსავ, ყველა დაგვიანებულ ზარს. ახლა, რამეს, არსი თუკი აქვს, არა... ვეღარავინ მცნობს.. ვეღარავინ მცნობს... ვეღარც შენ... 16 ნოემბერი, 2021წ. მაპატიე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი