და აჰა, ისიც გაქრა
შენი ფიქრები, შენ ჩემს სკივრში ჩადე. და მერე, ასე, ანაზდად დაგკარგე. თანაც, ვერც გნახე... ახლა შენს თვალებს დავეძებ, იქნებ დამესიზმრო, თუმცა, ჩემი გონება ვერ სცდება, მიხურულ კარებს. ვერ გნახე, და ვერც ის გითხარი, რომ უნებლიედ შეგიყვარე. ჩემს ირგვლივ, წყალია, ღრმა, უძირო, ჩემი სულის მსგავსი. შენი ხელით სიკვდილი, სულ ერთი წამია. და ალბათ, ამ წყალშიც გავცურავდი, თუმცა, რაც შეგიცანი, ჩემთვის რისკებიც აღარაფრად ღირდა. 16 ნოემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი