გარდაცვალება თეატრის წინ


მიდიოდა ყველა.
მე კვლავ ქვაფენილზე ვიჯექი,
და მარტოსულად შევყურებდი, 
ღამის ზეცას.
შენზე ფიქრებით,
დღემდე მეკუმშება ფილტვები. 

ვიჯექი, და ვუყურებდი დიდებულ თეატრს.
და სულ ვერ ვგრძნობდი,
თვალებში ძარღვთა გაწყვეტას. 

ჩემი მეგობრებიც სახლებისკენ წავიდნენ.
მე კი დავრჩი რატომღაც,
სიგარეტის კვამლი, 
გაღრუბლებას ნატრობდა, 
და მიიწევდა ცისკენ. 

ბოლო ლამპიონიც ჩაქრა.
შენსავით.
კვლავ, თეატრის წინ ველი, 
ჩემი სულის ჩაკვლას,
ეგეც, შენსავით.



17 ნოემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი