განა შენი წასვლა მინდოდა
კვლავ გათენდა, და ფარდა მემთხვია ქუთუთოებზე. აისი ქარს ეხუტება, და თითქოს, ჩემი სულივით ხდება. ნაზად ვიფენ შუბლზე სხივებს. განა შენი წასვლა მინდოდა, ამაზე ჩავფიქრდი, აისის პირველსავე წამიდან. სული თეთრ ბუმბულებად გცვიოდა, და მათ, სათითაოდ ვითვლიდი, კვლავ ჩემი მარტოობის ჟამია. ჯობს, გაფრინდე. შენ ჯერ ბარტყი ხარ, მაგრამ შენს სულში ვამჩნევ მტრედს, და გაუტეხელ ფრთებს. მე მურივით, მუდამ შავი, ვეღარ ავუდივარ, შენს და ჩემი ღამეების სითეთრეს. მე ზეცაში, ან მიწის ქვეშ, ავაშენებ სხვა ბუდეს. და იქაც გადავყვები, ათასჯერ განახსენებ, თავისუფლებით გაქნეულთ, შენს ფრთებს. 18 ნოემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი