ფოთოლთა ცვენა ჯერ არ კვდება


ფოთლებივით დაესვენა ქუჩებში ხალხი.
ყველა ჩემივე, უხეშ ქარს მიაქვს,
და ეულად შევიყვარე სველი ბალახი.
ცა მექცევა თავზე მელნად, კვლავ. 

როგორც ნახევრად მოწეული სიგარეტი,
ისე მიპოვე, მკვდარი, ასფალტზე.
შენს ხელებში, ფერფლად ვიცლები,
ნელა ვესვენები უმაღლეს ვარსკვლავზე. 

ნელი და სუსტი ნიავი,
ფანტავს ქუჩებში ჩემს სიტყვებს,
შენში ნაადრევი თოვლი შევიცანი.
ტოტებთან ერთად სუსხი კლავს ჩიტებს. 

ფოთოლთა ცვენა, ჯერ კვლავ წინ არის,
იარებში ჩავირგავ გამხმარ კვირტებს,
და ლექსებს გავზრდი ნაწვიმარით.
ფოთლები მიაქვთ ნელი სიამით,
ჩემს წინ ჩარბენილ რიცხვებს.



20 ნოემბერი, 2021წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი