ბროწეულებიც დაჭკნენ


ბროწეულებიც დაჭკნენ.
ნაადრევად ჩაკვდა სიყვითლე,
ისედაც ადრე დგებოდა ჩემში ღამე...
სიცივის ბორკილებით მაბამს სიმშვიდე. 

მანდარინებიც ნელ-ნელა მუქდებიან,
როგორც შენი ლოყები, სუსხიან ამინდში;
ტოტებს პატარა კვირტები უკვდებიან.
მელანქოლია ჯერ არ დამღვრის, 
კიდევ დაიცდის. 

თავს მახსენებს, 
კარებთან გაყინული დეკემბერი,
თოვლი დაფარავს წვიმიან ველებს,
ჩემი მელანიც, გახდა თეთრი. 

ბროწეულებიც დაჭკნენ,
თავს ვატან ფიქრთა ტალღებს.



22 ნოემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი