ყუთი


თითქოს ზეციდან ვუცქერ სახურავებს,
შენზე ფიქრი კვლავ სულზე მაწევს.
ნაცრისფერი ქარი მოსავს ქალაქს,
ჩამქრალ ქუჩებში ვხედავ შენს სახლს. 

ჩემი სათქმელი დიდია.
და ჩემი ცხოვრება, მშხეფარე,
მოსჩანს ხიდიდან.
ზემოდან ვუყურებ ყავისფერ ტალღებს. 

აჰა, შენი შეხების გარეშე დარჩენილმა,
სიცივით შევმოსე მაინც სული.
ო, მანდარინის ხე ზამთარში არ კვდება,
ნაყოფს იბამს. 

შენი სახლი სიბნელეში ჩანს,
როგორც ყუთი, ჩემი გულისთვის.



24 ნოემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი