მეშვიდე სართული


შენი სარკმელი, მეშვიდე სართული.
იქ რაღაც ძალას მოვყავარ,
ტიტები მაქვს გულში ჩარგული.
მე შემოდგომის, მტირალა ცა ვარ. 

გულ-ჯიბე გავივსე წერილებით,
და მოვრბივარ,
მოვრბივარ,
შენ ალბათ სავარძელში ზიხარ.

და ბრმაც რომ ვიყო, 
მაინც გხედავ, ვდგავარ შეშით ხელში. 

ფოთლებიც შენთან ერთად გამექცნენ,
თითქოს... 

ჩემი ლექსები იწვიან ბუხარში,
აჰა, სადაცაა დეკემბერია.
შენთვისაც ვეღარ ვამღერებ ქნარს,
არადა, სიყვარულით შესამოსი, რამდენია. 

ბეტონის სვეტში ჩაკარგულს,
ღამით შეგამჩნევ,
შენს სართულამდე ავაფრენ ჩემს სულს;
შენს თავს გამახსენებს,
დეკემბრის ყველა, თოვლიანი ღამე.



25 ნოემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი