უხილავად ქუხდა


ბოლო ფიფქამდე დამესვენება თოვლი,
სახეზე, 
მთელი მისი, ზამთრის დიდებით
მინდა, კარიბჭესავით ჩარაზულთ,
ჩემს ბაგეებს,
შენი თოვლიანი სახე აღებდეს. 

აისს მახვედრებს ვარდისფერი სუსხი,
ვაბოლებ სიგარეტს,
და უნებლიედ მერევა შური.
მშურს, და ვუყურებ, 
ჩაკეტილ და ანთებულ სახლებს. 

მსურდა, 
შენთან ერთად მესეირნა,
საღამოს სევდით შემოსილ ქუჩებში,
იმ დღეს ადამიანობა ჩამომბანა,
წვიმის წვეთმა. 

ქუხდა, თითქოს უხილავად ქუხდა.
თოვლს მის მერე აღარ დავუფრთხები,
ჩემი სულიც, 
თითქოს ცის მსგავსად წუხდა.



25 ნოემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი