ქუჩაში მივაბიჯებთ მე და ჩემი უაზრო სევდა
შეხვდნენ ჩემი თვალები საღამოს ზეცას. ქუჩებში, ქვაფენილიც გაცივდა... მაინც უცხოა ჩემთვის, უხილავი ფიფქების ცვენა. სულ ორი დღის წინ, ყვითლად წვიმდა... მელოდიაზე ავტირდი წუხელ. ვუსმენ სიმღერებს, და ვეღარ ვხედავ მზეს. ცრემლებით ვიმოსები, უაზროდ, თითქოს, ცის მსგავსად შევნატრი სხივებს. ამ უაზრო სევდას, შენ ვერ დაგაბრალებ, კარგო... ფერადი მელნით ვავსებ იარებს, და ისინი მაინც ჰგვანან, ნატალახარ გუბეებს. ცა წვიმის წვეთებით ამძიმებს, ჩემს წამწამთ. არა... ამას შენ ვერ დაგაბრალებ. 26 ნოემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი