მზე ყველგანაა... შენსავით


უკვე მერამდენედაა, ასეთი ღამე,
თეთრ საღამურში ჩამალული.
და მე ბრიყვს, ადრე,
არ მინდოდა, დამენახა მზე,
სიბნელესთან ერთად გაპარული. 

შენც, მზის მსგავსად,
ყველგან ხარ,
და ყოველთვის.
ჩემთან ხარ?
კვლავ ვერ გხედავ, 
ჩემს თვალებს ითრევს ფიქრთა მორევი. 

და მემგონი, ახლა ვხვდები,
რომ სულ ჩემთან ხარ.
შენ და აისს, 
ქუჩებში გეგებებით,
უნებლიედ მყლაპავს ვარდისფერი ზღვა... 

გხვდები, 
სადაცაა, ღამემ სახე წაიშალა.
შენი სხივებით სიკვდილს,
არ უფრთხიან ღრუბლები,
აჰა, სიგარეტის ეს კოლოფიც დაიცალა,
ჩვენი გულებივით.


27 ნოემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი