0 30

* * *


გავცქერი მაღლიდან ტიფლისს,
და ლამპიონ-წერტილებზე, 
შენი თვალები მახსენდება
ყველაფერი სჩანს აქედან, 
ვეღარ ავუდივარ შენს ციმ-ციმს...
ალბათ ახლა, 
რომელიღაც სახურავის ქვეშ ხარ 

დილით ადრე,
ხვალ, ავალ მთაწმინდაზე,
და თაიგულს მივუტან გალაკტიონს 

ჩემში მუდამ მღვიძარეს,
დღისით მდუმარეს, 
მხოლოდ ღამით გამოგცქერი, 
კაშკაშა ლამპიონს.


9 ივლისი, 2021წ.
კომენტარები (0)