თითქოს სარეცელზე გიწერ ბოლო ლექსს


ვწევარ.
და მუზაც თითქმის აღარ მომდის.
გარეთ ზამთრის განგმირული ხე დგას,
აღარ შხეფს ზღვა, ჩემი სიცოცხლის. 

ვხვდები ნაცრისფერ ქუჩებს,
ფოთლებსაც არ აქვთ თავი, ლაპარაკის,
არც მოსმენის.
ვითვლი უხილავ თოვლში, ჩემს ნაბიჯებს. 

ჩემი გულის კედლიდან, 
ჩემითვე წავშალე ყველა, ცარცივით.
(რა გვიანია ახლა დარდი)...
... 

არც ის ვიცი, ეს გრძელი გზა სად მიდის.
ჩემს სევდასღა მივყავარ მხოლოდ,
და ჩემს სულს იმედი აქვს,
აქედან, შენთან ერთად გაქცევის. 

ცაც დაემსგავსა რაღაც ბოროტს,
ახლა დარდი მართლა გვიანია.
კვლავ შენზე ნატვრით ვცხოვრობ,
ესეც რომ არ მქონდეს, 
ალბათ, შევჭამდი ტყვიას.



29 ნოემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი