ესეც დასრულდა
საშინლად წვიმს. ჩემს გარდა, ყველას სწყინს, მოსვლა ზამთრის. ჩემი ფანჯარა სველდება, და ისიც ტირის, თითქოს, ჩემი გულიც, ხესავით ხმება, ჩემი ყვავილი წვიმას ითხოვს. სულ, წუთების წინ, ჩემს ოთახშიც შემოაღწია ზამთარმა. სუსხით შემთვრალი ცაც, ტირის... ჭრიალი დაიწყო კარმა. და შევიგრძენი, მე, ნელი ნაბიჯი, ჩემს სულში, სიცივის. 1 დეკემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი