წაშლილი სახეები


ვაწყდები ქუჩებს,
რაღაც უაზრო იმედით.
წამებში ვკითხულობ, ბნელ უბნებს,
და მათრობენ, უწინდელი სიზმრები. 

სხვა ვერაფერი ვპოვე,
თუ არა წაშლილი სახეები.
ჩვეულად შევხედე, თოვლიან გორებს,
თუმცა, მეცხრამეტედ, 
სხვანაირად მომიხურეს კარები. 

ყველა დაიარება სახეწაშლილი,
მე კი მაცოცხლებს, ალკოჰოლივით,
ჩემი უაზრო იმედი. 

ეს ბილიკებიც, 
ამ იმედით მაქვს გავლილი.
ახლა დავდივარ, 
ბოლო, გაუწყვეტელი სიმით,
და სულს ვიკლავ, ჩემი სიმღერით.



1 დეკემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი