ველი იმ თოვლიან ღამეს
ალბათ, იქნება კვლავ, ასეთი ღამე. წვიმა მოკლავს შენს სიშიშვლეს, და ნაცრისფერი ღრუბელი იშვილებს, შენს მომტირალ სახეს. უშენოდ, თბილისიც მგონია ციხე. უნებლიე ხმა მიჰყვება, მორცხვად მიხურულ კარებს. ო, ჩემში ჩაკვდა სიყვითლეც... უშენოდ, არცერთი წელი იცვლება. ჩემში ქაოსი, ნაზად არხევს ფარდებს. და იდუმალების ჭაობი, მიფარავს მკლავებს... კიდევ ასე სასიამოვნოდ აცივდება. ველი შენი სახისებრ, თეთრ თოვლს, დაშლილი, და გაფანტული, ფიქრებად. უკვე ღამეც შუბლზე იბჯენს თოფს. 4 დეკემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი