რა დავარქვა ამ ლექსს... რა დავარქვა ამ გრძნობას...


სამჯერ ნატანჯი, ახლა გამხმარი, ჩალა,
შემოდგომის ბოლო სიმღერას მღერის.
მე თრთოლვით ვეფერები კატას,
და ისიც შენსავით იპყრობს ჩემს კალთას. 

კვლავ გრძნობენ, 
სიყვარულით დატვირთულ, 
შენს თავს, ჩემი მხრები. 

უხილავი გიტარის ბოლო სიმი,
ბოლოჯერ მიშრამავს გულს.
ეს სითბოც, მიაქვს ვარსკვლავთა ციმციმს,
თუმცა, ჩემი სისხლი ვნებით დუღს. 

ო, დარდია,
მეტი არაფერი.
შენი შეყვარება, მტვრიანი ქარია...
თუმცა, ჩემი სული, ძაღლია, (საცოდავი)
და სხვა არაფერი უნდა, საკვები. 

როგორც ობობა,
ჩემივე გაბმულ, ბოლო იმედის ძაფზე,
ვცოცავდი.
შენი სახე მთოკავს,
და უშენობა, 
ლურჯად იფერება, ჩემს ძარღვებზე.


4 დეკემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი