მკვდარი ქარი


ქარიც აღარაა.
და თითქოს, აღარც სიცივე.
შენთვის ვდნები, სანთლად,
და ცხელ ცრემლებს ვაბნევ, 
როგორც მძივებს. 

მენატრება ის ქარი,
ჩვენს გულებში გაბობოქრებული.
მაშინ, შენი თოვლისებრი ხელებისგან,
ჩემი ცეცხლი იყო ჩამცხრალი. 

სარკეში ჩანს შენი მაჯა,
ჩემს მხარზე.
ამინდებს სწყურიათ ჩემი განსჯა,
თუმცა, მზეს, ამოგიცნობ, 
ჩემი ფიქრების შავ ცაზე. 

ჩაცხრა ყველაფერი.
გავუნდობ სიყვარულს,
ჩემსავით უფერულ, ცარიელ ფურცელს.
თოვლმა ვერ წაართვა ჩემს გულს,
მუქი ფერი.



9 დეკემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი