გაფრენა დილის ექვსზე, მელოდიის ფონზე


კვლავ ყურებს ვიტკიებ, ბგერებით.
იყო ზამთარი,
მაშინ, ჩემს ცივ სხეულს, 
მოსავდი მოფერებით. 

შენი ხმა,
თითქოს რაღაცით ჰგავს ქნარს.
ხელს აუშვებ სიმს, და მელოდიას კლავ. 

ოჰ, ჩემო კარგო, მე ვერ დაგიჭირე!
(ხელი ავუშვი სიმებს)...
მერე, გვიან, ძალიან გვიან ვიფიქრე.
ახლა არ აქვს აზრი, 
ნარინჯისფერ კონვერტში 
ჩაწყობილ სიტყვებს. 

იფრინე, იფრინე!
წადი ჩემგან, სამდე შორს.
მე კი, შენზე მაინც ვიფიქრებ.
ვიფიქრებ.
სანამ ახალი ბუდე, შენი,
შეეწირება თოვლს.



5 დეკემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი