ცოტა მშრალი ღვინო


ჩემი ყოველი, თეთრი ღამე,
ზვავად შობილი,
ფიფქობს.
მეც მგონია, 
რომ მხოლოდ წამართმევს წამებს. 

თუმცა, იგი, შენზე ფიქრს ითხოვს. 

და აი, მეც ვზივარ საწოლზე,
ვგრძნობ შენს შორეულ სითბოს.
ვფიქრობ, ვფიქრობ... 

ეჰ!
ჩვენ დავლევდით ცოტა მშრალ ღვინოს.
და ერთმანეთით მთვრალები,
ვივლიდით წვიმიან გზაზე. 

ჩვენ ვერ მოგვერეოდა სიბნელე,
ვერ მოგვკლავდა ღამე... 

ბრმასავით ვაფათურებ ქუჩებში ხელებს.
მაგრამ, შენი შეხება აღარსადაა...
ის არქივში შეუნახავთ წლებს.



9 დეკემბერი,  2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი