შუქები


თითქმის დილაა, ლამპა ინთება.
და ლამპის მსგავსად ანათებს, 
დიდ ოთახს, მზე,
ღამეც ნელნელა დნება. 

მორიგი ფურცელი ისვრება.
ფანჯრიდან ვხედავ მკვდარ ხეს,
ალბათ აპრილში,
ისიც სიყვარულით დათვრება. 

როგორც სანთელი, 
ჩემი სულიც ისე დნება.
ჩემივე ალი, ჩემივე ნათელი,
გულზე მედება. 

დავწერე.
ლამპა ქვრება.
ცოტაც, და ჩიტები შემოსავენ ხეებს,
სანთლის წვეთებად იღვრება,
ჩვენი დრო,
და მე აღარაფერი მრჩება,
ეულად ვუყურებ შრამებს. 

აღარაფერი გვრჩება...
მალე სინათლე ჩემშიც ჩაქვრება.



11 დეკემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი