სანაპიროზე


ქვიშის მარცვლებივით გავიფანტეთ,
მე და შენ,
დიდ, ხმაურიან სანაპიროზე. 

ხანდახან,
თავს ვპოულობ,
როგორც ნავს,
ჩემს სხეულს იშვილებს ზღვა.
ცივი ტალღები შემოსავენ ჩემს გვამს. 

გავიფანტეთ,
ჰო...
შუა ზღვაში, ჩემთვის ვტივტივებ,
შენთან მოსვლის სურვილი,
აშფოთებს ჩემს აფრებს. 

სულ მარტო ვარ, ამხელა სანაპიროზე.
ალბატროსები ყვირილით,
ხალხი კი, არაფრის მომცემი ყიჟინით,
პასუხობენ ჩემს კითხვებს. 

არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიტივტივებ.
შენსკენ მოვყავარ ყველაფერს,
ყველა გზას,
ჩემი სიმხდალე უფრთხის შენზე ფიქრებს.



13 დეკემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი