წყნარად, გულში ვღელავთ მე და ზღვა
ზურგში მესვრიან მთები, სიცოცხლის ცივ ისარს. ჩემს წინ, ზღვა და ცა, გახდნენ ერთი, ჩემი სული ნესტიან ბალახს უჭირავს. ვფიქრობ, იქნებ გავცურო? სილაჟვარდეს კლავს მზე, და მაძლევს სითბოს, ისეთ სითბოს, შენ რომ მაძლევდი... სიცივის ფონზე, გალობენ ჩიტები. ზამთრის ხელში, მაინც აქვს სიტკბო მათ ნუგეშს, ხედებმა დამიბრუნეს რითმები. თუმცა, სიჩუმე ჩემში, მაინც სუფევს, გედევნები, როგორც ნიავში გაფანტულ ფურცლებს, მხოლოდ შენს აღსაწერად აღარ მაქვს სიტყვები. იქნებ, ჩვენც ასე გვექნა... ჩვენი თავი გამახსენა, ზღვისა და ცის შერწყმამ. მაგრამ, ჰა, მოხდა ასე, ალბათ მე მომივიდა ზედმეტი ჩქეფა. ისიც მაშინ, როცა შენ დამიტოვე სეტყვა. ო, მე ვერ ვხვდებოდი, რომ ეს იყო დროებითი. ახლა, სხვა რა დამრჩა, გამოქანდაკებული ვარ ეზოში, და რეალობას გავურბივარ, ჭიქა პოეზიით. 16 დეკემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი