ვმღერი, ვტირი, ასფალტზე ვდნები


კვლავ დავაბჯინე გულს კალამი,
იგი შენს მიმართ,
არასდროს ყოფილა, ასე თამამი.
შენსკენ მოვდივარ, 
სუსხის ქურთუკს ვიცვამ. 

დასველდა ქალაქიც...
როგორ არ მინდა, ქუჩებს მივუტანო წვიმა,
ფურცლებმა ვეღარ დაიტიეს ჩემი ვარამი.
(მე უბრალოდ, შენთან მოსვლა მინდა). 

თითქოს მე ვარ ახლა ცა,
ტრფობა ჩემი, თმებზე გაწვიმდა!
ჩვენი სიყვარული მოერევა,
ჩემს პატარა ფინჯანს. 

მიწად და ცად - ჩვენ ვიყოფით ორად,
სხვა რა დამრჩა? 
დავიღალე, 
თორემ კიდევ ბევრს გამოვირბენდი.
(შენსკენ! სხვა რად მინდა...)... 

რატომ, რატომ გავიყავით ორად?
შენი გულისკენ ვეშვები, ქცეული თქორად. 

შენ კი, უბრალოდ გაშლი ქოლგას...
ალბათ სხვა გელოდება, სავარძელში,
გაზეთით ხელში...
და შენც იმისკენ, სახლში გაიქცევი. 

უაზროდ ვაშრები ასფალტს, ვკვდები.
შენ კი იფარებ ქოლგას,
და აღშფოთებას დაჰყავხარ ქუჩებში... 

(აზრი აღარ აქვთ აღარც ამ სიტყვებს) 

...



18 დეკემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი