კანდელი
ლოცვას მორჩა ხალხი. მე კვლავ ხატის წინ ვქანაობ, შენით სავსე, შენით მთვრალი. მოხუცი ქალების ბუტბუტიც არ მესმის, და აღარც მღვდლის ასამაღლებელი. მე ჩემთვის, ქაოსში ვქანაობ. შენ ალი ხარ! და ჩემს წვრილ თოკს წვავ, აქრობ. მორჩა წირვა. სიბნელე ადუმებს სანთლებს. შენზე სიზმარი, ისევ ალით შემმოსავს, მომავალ კვირას... სხვა რა შემიძლია, თუ არა შენთვის ავინთო, მე, პატარა, დიდგულა კანდელს. 18 დეკემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი