მწვანე მაგიდა
მწვანე მაგიდაზე ყვავილებია. და ამ ველს სვრის ფერფლი, და კვამლი ისეთი ცელქია, გაძვრება ფარდებით შემოსილ, განაჭრელებში. ვზივარ და ვფიქრობ. ჩემს წინ პატარა ველია, სადაც სხვა ცხოვრების დაღვრა, შემიძლია, თითქოს, თუმცა, შენზე ფიქრები მართმევენ ძალას, ხელიდან. ვფიქრობ, ვფიქრობ, და ხალიჩას ეწვეთება ღვინო. უკვე იმდენი ხანია, რაც ნელი ნიავი, შენი შეხება მგონია. თითქოს საწერიც არასდროს, არაფერი მქონია. მაგრამ აქ ვარ! კვლავ მაგიდა მყლაპავს. 20 დეკემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი