ყვავილის საფლავი თოვლში
აცივდა. ჩემი ყვავილი ქოთნიდან შესცქერის, თოვლით შემოსილს, მის ძმას, ბნელი ფანჯარა ადუმებს მას, ათასჯერ განამტვრევი. წლების წინ, შენც ასე თოვლად მოხვედი, მე კვლავ ვნატრობ იმ დღეს, ცივს, ვცურავ წარსულის მორევში. ზუსტად ასე, ამ ბალახივით, შენ მე დამფარე, მას მერე აღარ მინდა სხვა სხივი. (მე სინათლე დავკარგე, შენც დაგკარგე... ო, ერთმანეთი თოვლში გავფანტეთ...) თუმცა, აღარ მივტირი მე იმ სხივებს, და შენს თოვლში, საფლავ-დაკარგული, ობლად, ტკბილად ჩამარხული, თავს ვატან სიზმრებს. მეშინია, ეს თოვლიც დნება! სიზმრებს წამართმევს რაღაც, უცხო, და მეცემა, უშენობის ბნედა... 23 დეკემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი