უცნობ მანდილოსანს


შენ ალბათ არ იცი,
კიდევ რამდენ რამედ შეგვეძლო ყოფნა...
ბუდეში მრჩება შენს ტკივილებზე ფიქრი,
ეს ღამე, ჩემი, დარდს დაემონა. 

შენ გაიარე ჩემში,
თანაც ისე, რომ დაიმალე მტვერში.
არაფერი ხარ, თუ არა სილუეტი,
ასე საუბარი მინდოდა,
და ალბათ, კიდევ ცოტა მეტი. 

წადი!
მე შენზე ფიქრში შევხედავ ცისკარს.
ვიცი, არ გინდოდა, გრძნობით გაგეკვეთა,
ჩემი გულის ფიცარი,
თუმცა, კარგო, მე შენი არსებობა,
და უშენობა უფრო მტკივა. 

შენც წახვედი, სხვების მსგავსად.
ჩემი ცხოვრება, თითქოს გახდა დაფა,
ყველამ, მისი სათქმელი დახატა,
და მერე ყველა წაიშალა, ყველა გაქრა... 

არ მინდოდა, ასე მიმეხურა კარი,
თუმცა, უკვე აღარ აქვს აზრი. 

ამბები მრჩება, ფილტვებში
და მოვიშორებ, გამოვაბოლებ,
თუმცა, დარდს რომ აზრი აღარ ექნება,
მახსენებენ წვიმები.
შენც მიჰყავხარ ბოროტ თქორებს...




24 დეკემბერი, 2021წ.

მშვიდობით, და არა ნახვამდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი