უსიცოცხლოდ


წუხელაც იყო, ულექსო ღამე.
თოვლი კლავდა მოგონებებით შემოსილ,
ქვასავით მყარ წამებს.
ახლა ჩემსკენ ფიქრთა ნისლი მოდის. 

კიდევ იყო ულექსო ღამე.
უშენოდ, არ მინდა, ვიყო რამე... 

ქუჩაში ყეფდნენ ძაღლები,
მაგრამ, მაინც რა ჩუმი იყავ,
მე არ ვიცი, როდის ჩაქვრები... 

მოგონებები და რეალობა,
ღამეს ერთდროულად მიკლავს,
შფოთვა ამაგდებს სარეცელიდან, სისხამ. 

მოგონებებით დაჭედილ სკამზე ვზივარ,
და ესეც მალე დაიშლება.
დღეს მე ჩემი სევდის ჯარის, მეთაური ვარ,
კარგო, ჩვენ ისევ გვიწერია ატალღება.




27 დეკემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი